საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ანაკონდას კვლევა ჩატარდა

ახალი ამბები

გამომცემლობა „ბრილმა“ გამოაქვეყნა ილიაუნის ლაბორატორიის კვლევა ანაკონდების ოთხი სახეობის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ: https://bit.ly/3gku8HE

კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ბოლივიური ანაკონდა მცირე ანაკონდების სახეობებიდან ყველაზე ადრე გამოეყო დიდი ზომის ანაკონდებს (დაახლოებით 12 მილიონი წლის წინათ).

აღსანიშნავია, რომ მცირე ანაკონდების სახეობები ერთმანეთს გამყინვარების პერიოდის დასაწყისში დაშორდნენ, თუმცა ისინი დღესაც სრულად არ არიან ერთმანეთისგან გენეტიკურად გამიჯნულები. საინტერესოა, რომ დიდი მწვანე ანაკონდას პოპულაციების დივერგენცია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მცირე ანაკონდების სახეობათა წარმოქმნა.

გენეტიკური ანალიზის დიდი ნაწილი გაკეთდა ილიაუნის დნმ ლაბორატორიაში, მომზადდა სამაგისტრო ნაშრომიც. დეშანსესა და ბოლივიური ანაკონდას გენეტიკური გამოკვლევა აქამდე არავის ჩაუტარებია.

სამხრეთ ამერიკაში ანაკონდას ოთხი სახეობაა გავრცელებული: ერთი დიდი ზომის მწვანე ანაკონდა და სამი შედარებით პატარა ზომის – ურუგვაის ყვითელი, დეშანსეს ანაკონდა გვიანიდან და ბოლივიური ანაკონდა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დირკსენმა და ბიომემ აღწერეს.

კვლევა შესაძლებელი გახდა Lutz Dirksen-ის შრომის შედეგად, რომელმაც თავის დროზე გაზომა და აღწერა უამრავი გველი სამხრეთ ამერიკიდან, ასევე შეაგროვა დნმ სინჯები, რომლებიც აქსელ ჰილეს გადასცა. 

2022 

ბანერები