საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მეცნიერთა სტატია საერთაშორისო ჟურნალში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურმა და კვლევითმა გუნდმა, მარი მურცხვალაძემ, ლევან ნინუამ, ალექსანდრე გავაშელიშვილმა, ზურაბ ჯავახიშვილმა და ეკატერინე თევდორაძემ, პარტნიორ ორგანიზაცია საბუკოსთან თანამშრომლობით მოამზადა და გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია „წითელი ნუსხის სახეობის ბექობის არწივის (Aquila heliaca) ტრაქეისა და კლოაკის ბაქტერიული მრავალფეროვნება.

პუბლიკაცია გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Frontiers in Microbiology (Impact Factor – 4.0 | Scopus CiteScore – 7.7), სექციაში Microorganisms in Vertebrate Digestive Systems.

კვლევა ბექობის არწივის მიკრობიომის მრავალფეროვნების აღწერის პირველი მცდელობაა საქართველოში. ბექობის არწივი შეტანილია საქართველოსა და საერთაშორისო წითელ ნუსხებში, ამიტომ მისი მიკრობიომის შესწავლა მნიშვნელოვანია კონსერვაციის დაგეგმვისა და ეკოსისტემების მდგრადობისთვის, ასევე ადამიანსა და გარემოზე პოტენციური საფრთხეების შეფასებისთვის.

სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს: https://doi.org/10.3389/fmicb.2025.1477032

2025

 

ბანერები