საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე – ლაშქრობა „ბულბულის ჭალაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბუნების დაცვისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები და კურსდამთავრებულები პროგრამის სატყეო მიმართულებით დაინტერესებული მაგისტრობის კანდიდატებისთვის 21 აგვისტოს ღია კარის დღეს ლაშქრობის ფორმატში ჩაატარებენ „ბულბულის ჭალაში“ (კუს ტბის ტერიტორია).

ღია კარის დღის მონაწილეებს გექნებათ შესაძლებლობა:

  • დეტალურად გაეცნოთ სატყეო პროგრამის სპეციფიკასა და მნიშვნელობას;
  • მონაწილეობა მიიღოთ მცირე ლაშქრობაში.

პროგრამის შესახებ

ბუნების დაცვისა და მეტყევეობის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია აკადემიური და პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნებისა და ტყის მართვის სფეროში.

სწავლების ხელის შესაწყობად ნათლად ჩამოყალიბებული დავალებები, მასწავლებელთა და სტუდენტთა მაღალი შეფარდება და საველე გასვლები სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო შესაძლებლობას შეძენილი ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში კურსის განმავლობაში შეთავაზებული კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. საველე გასვლები და ეკოლოგიურ კვლევებსა თუ გარემოსდაცვით პროექტებში ადრეული მონაწილეობა და ჩართულობა მათ საშუალებას აძლევთ, გაიაზრონ ცოცხალ ორგანიზმთა კომპლექსური ეკოლოგიური ურთიერთქმედებები და ადამიანთა გავლენის შედეგები მართულ ეკოსისტემებზე როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე. სტუდენტები დაეუფლებიან გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და მართვის, ტყის მართვისა და კვლევის თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ მეთოდებს.

პროგრამის ვრცელი აღწერა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3xwsiWy

გაცვლითი პროგრამა

სატყეო მიმართულების 5 საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამაში პროგრამის პარტნიორ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში.

როგორ მივიღო მონაწილეობა ლაშქრობაში?

ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მცირე სარეგისტრაციო ფორმა.

შეკრების ადგილსა და ლაშქრობასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციას მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ლაშქრობის დაწყების დრო: 21 აგვისტო, 18:00 საათი

2021 წელი

ბანერები