საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ასოცირებული პროფესორის ლევან ტიელიძის კვლევა მაღალრეტინგულ ჟურნალში Nature

ახალი ამბები

31 ივლისს მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Nature” ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გლაციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ლევან ტიელიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა გლობალური კვლევა “The development of terrestrial ecosystems emerging after glacier retreat”.

კვლევა ჩატარდა მსოფლიოს 46 სხვადასხვა მყინვარული რეგიონიდან მოპოვებული მონაცემთა ნაკრების საფუძველზე.
კვლევის მიზანი იყო შეფასებულიყო ხმელეთის ეკოსისტემების ფორმირება მთის და მაღალი განედების მყინვარების შემცირების შემდეგ გლობალური მასშტაბით.

ჟურნალი Nature არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული აკადემიური ჟურნალი ძალიან მაღალი იმპაქტ-ფაქტორით (5-year Impact Factor - 54.4). https://www.nature.com/nature-portfolio/about/journal-metrics

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.nature.com/articles/s41586-024-07778-2

 2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები