საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 სექტემბრიდან იწყება რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამებზე

რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 1-30 სექტემბრის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის 3/5). გამონაკლისია განათლების ადმინისტრირების პროგრამა, სადაც რეგისტრაცია დასრულდება 2010 წლის 16 სექტემბერს. რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ:
1.    განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე)
2.    პირადობის მოწმობის ასლი
3.    საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამაცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი
4.    ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე
5.    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ
6.    ესე (თუ შესაბამისი პროგრამა ამას ითხოვს)
7.    სამხედო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა

ვრცელი ინფორმაცია სამაგისრტო პროგრამებზე რეგისტრაციის შესახებ იხილიეთ ბმულზე მიღება/მაგისტრატურა.

ბანერები