საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გამოხატავს ორგანიზაციებს შორის დიდი ხნის აქტიურ თანამშრომლობას.

უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობით უკვე მრავალი წელია ახორციელებს კვლევა-მონიტორინგს და გამაგრებით სამუშაოებს კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე. სამუშაოები 2014 წელს ვარძიაში დაიწყო და დღეისათვის მოიცავს უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების ძეგლებს.

ილიაუნისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ერთობლივი მიღწევების გამოხატულებაა ვარძიის კომპლექსური კვლევა-მონიტორინგისა და პროაქტიური კონსერვაციის პროექტი, რომელიც წარდგენილია Europa Nostra-ს ევროპული მემკვიდრეობის 2021 წლის პრიზის ნომინაციაზე. ევროპული მემკვიდრეობის /ევროპა ნოსტრას ჯილდო ევროპის უმაღლესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. კონკურსის შედეგები გამოცხადდება ორიოდე თვეში.

ბანერები