საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“ – პროფესორ თინათინ კახნიაშვილის მოხსენება

ღონისძიებები

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“.

თემის მოკლე მიმოხილვა

გრავიტაციული ტალღები საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ ადრეული სამყაროს ისეთ მაღალ ენერგიებზე, რომელთა მიღწევა დედამიწის პირობებში შეუძლებელია (რამდენიმე თანრიგით აღემატება დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე CERN მიღწეულ ენერგიებს), დროის იმ პერიოდში, როდესაც სამყაროს შესწავლა შეუძლებელია ელექტრომაგნიტური გამოსხივების დიაპაზონში (რადიო, ინფრაწითელი, ხილული, მიკროტალღოვანი, რენტგენის, ულტრაიისფერი და გამა გამოსხივებები). მომხსენებელი ისაუბრებს გრავიტაციული ტალღების შესაძლებლობასა და ფუნდამენტური ფიზიკის კანონების შემოწმების შესახებ.

მომხსენებლის შესახებ

თინათინ კახნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრების (McWilliams Center for Cosmology, აშშ; NORDITA, შვედეთი; Pitt-PACC აშშ) სამეცნიერო პროექტებში. იგი არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული მკვლევარი პროფესორი. ამჟამად ხელმძღვანელობს NASA-ს და ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ 3 პროექტს, მათ შორის 2024 წელს NSF-ს დაფინანსებულ Collaborative Research: Gravitational Waves as Messengers from the Early Universe-ს.

თინათინ კახნიაშვილი მუშაობდა საერთაშორისო ცენტრების (ICTP & SISSA, Italy, CCPP, NYU) მეცნიერ-მკვლევრად და აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტების (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University) მოწვეულ პროფესორად.

ვრცლად: https://shorturl.at/Rt6vB

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები