გოდერძი დიდებულიძე MDPI-ის ღია წვდომის ჟურნალის „ატმოსფერო“ სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორი გახდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი ფიზიკის მიმართულებით, დოქტორი გოდერძი დიდებულიძე მაღალი იმპაქტფაქტორისა (2.686) და სკოპუსის ბაზაში ციტირების ინდექსის (2.9) მქონე MDPI-ის ღია წვდომის რეიტინგული ჟურნალის „ატმოსფერო“ სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორი გახდა.
სპეციალური გამოცემა, რომლის მოწვეული რედაქტორია გოდერძი დიდებულიძე, ეძღვნება გრავიტაციულ ტალღებსა და ატმოსფერულ-იონოსფერულ ფიზიკაში არსებულ თანამედროვე კვლევის შედეგებს და მისი სახელწოდებაა "State-of-Art in Gravity Waves and Atmospheric-Ionospheric Physics".
სპეციალური გამოცემა იღებს ნაშრომებს 2022 წლის 17 აგვისტომდე.
სრული ინფორმაცია ავტორებისა და ავტორთა ჯგუფებისთვის ნაშრომების წარდგენის პროცედურებისა და ტექნიკური მოთხოვნების, ასევე გამოცემის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3npZmxq
ვულოცავთ გოდერძი დიდებულიძეს ამ მნიშვნელოვან მორიგ საერთაშორისო აღიარებას.
სწრაფი ბმულები
- სპეციალური გამოცემის საინფორმაციო ფლაიერი
- სპეციალური გამოცემის რედაქტორების შესახებ
- სპეციალური გამოცემის შესახებ ინფორმაცია
- რედაქტორების მიმართვა
2022 წელი
გალერეა