Georgian-German Science Bridge − ილიაუნის სტუდენტები გერმანიის ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრის საზაფხულო სკოლაში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა „Georgian-German Science Bridge-ის“ (GGSB) ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრის (Helmholtz-Zentrum Dresden-Rossendorf − HZDR) საზაფხულო სკოლაში.
„ქართული-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ არის პლატფორმა საქართველოს უნივერსიტეტებსა (ილიაუნი, თსუ, სტუ, ქსუ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) და Forschungszentrum Jülich-ის (FZJ) კვლევითი ქსელის ინსტიტუტებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და გერმანელი მეცნიერების თანამშრომლობას ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გზით, რითაც ძლიერდება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებს ფიზიკის, მედიცინის, ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ HZDR-ის კვლევით ინფრასტრუქტურას და ინსტიტუტების საქმიანობას.
სტუდენტები მონაწილეობდნენ პრაქტიკულ სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მათ მომზადებას საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობისთვის. დასკვნით კონფერენციაზე სტუდენტებმა გერმანიის წამყვანი კვლევითი ცენტრების (HZDR, FZJ, GSI) წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი კვლევები და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.hzdr.de/db/Cms?pOid=75512&pNid=0
2025
გალერეა