,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა" - დალი კეკელიძის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
18 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის გარემოს ჯანმრთელობის კურსის მოწვეული ლექტორი დალი კეკელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ,,გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა".
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთიერთობის შესახებ.
ლექციაზე განხილული იქნება, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – ჰაერის დაბინძურება, წყლის ხარისხი, კლიმატის ცვლილება – ადამიანის ჯანმრთელობაზე ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და გლობალურ დონეზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024 წელი