საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარე მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

სტუდენტებმა, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 16 და 17 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, H კორპუსი, ოთახი N118.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.

პროგრამების ჩამონათვალი:

  • ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი).

განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2026 წლის 30 იანვრის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მასზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტზე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი).

უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ) ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

ი) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პროგრამის წინაპირობის დაკმაყოფილებას (ეეგ-ის  კომპეტენციის მითითებული ზღვრების გადალახვა  შემდეგ საგნებში:  ინგლისური ენა – 70%,  ბიოლოგია – 70%).

მნიშვნელოვანია!

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;
  • ხელშეკრულების გაფორმების მიზნით პირი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას,   მომზადებული დასკვნის გასაცნობად და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნდა გამოცხადდეს 2026  წლის 18 და 19 თებერვალს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N45, H კორპუსი, ოთახი 102 (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი).
  • იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ. 0322 22 00 09 (115), ელფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge

2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები