ფილიპ მერფის საჯარო ლექცია „ვირუსების მიერ იმუნური აცილების სტრატეგიები“
ღონისძიებები
22 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის (LMI) ხელმძღვანელი ფილიპ მერფი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ვირუსების მიერ იმუნური აცილების სტრატეგიები“.
მომხსენებელი განიხილავს მექანიზმებს, რომლებსაც ვირუსები იყენებენ გადარჩენისთვის და იმუნური სისტემის მიერ მათი აღმოჩენის თავიდან ასაცილებლად, ფოკუსირებული იქნება კლინიკური მნიშვნელობის მქონე ადამიანის პათოგენებზე.
მომხსენებლის შესახებ
ფილიპ მერფი ბეთესდის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) უფროსი მკვლევარი და მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიის (LMI) ხელმძღვანელია.
დოქტორი მერფი სწავლობს WHIM სინდრომს, პირველადი იმუნოდეფიციტის იშვიათ დარღვევას, გამოწვეულს ქემოკინის CXCR4 რეცეპტორის მუტაციით, პათოგენეზის უკეთ შესასწავლად და როგორც ფარმაკოლოგიური თერაპიის, ასევე გენეტიკური განკურნების სტრატეგიების განსავითარებლად.
დოქტ. მერფის გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი რეცენზირებული სტატია, ძირითადად იმუნორეგულაციასა და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ საბაზისო, ტრანსლაციურ და კლინიკურ კვლევებზე; მიღებული აქვს არაერთი პატენტი და ჯილდო, მათ შორის NIAID წლის მენტორის ჯილდო, NIH დირექტორის ჯილდო (ორჯერ), "Journal of Immunology"-ის Pillars of Immunology ჯილდო, ასევე ლეიკოციტების ბიოლოგიის საზოგადოების Dolph Adams და Bonazinga ჯილდოები.
მისი 2 პუბლიკაცია შერჩეულია, როგორც ჟურნალ Science-ის კლასიკა.
დოქტ. მერფი არის ამერიკელ ექიმთა ასოციაციის, კლინიკური გამოკვლევების ამერიკული საზოგადოების, მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების და ჰენრი კუნკელის საზოგადოების წევრი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 22 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
დასწრება თავისუფალია.
2024