საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ეპილეფისიის მკურნალობის ახალი მიდგომები; ტრადიციული ფარმაკოლოგია და გენური თერაპია“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფესორები მერაბ კოკაია და რევაზ სოლომონია წაიკითხავენ მოხსენებებს თემაზე „ეპილეფსიის მკურნალობის ახალი მიდგომები; ტრადიციული ფარმაკოლოგია და გენური თერაპია“.

თემის მოკლე მიმოხილვა

ეპილეპტოგენეზი მოლეკულური, უჯრედული და ტვინის უჯრედების ქსელის დონეზე ცვლილებათა დინამიკური და მრავალფაქტორიანი პროცესია, რომელიც იწვევს ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ რეორგანიზაციას. ცვლილებათა ამ ჯაჭვს საბოლოოდ მივყავართ ეპილეფსიის ჩამოყალიბებამდე, პათოლოგიისა სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვებით. მსოფლიოს მოსახლეობის ერთი პროცენტი დაავადებულია ეპილეფსიით. ამჟამად არსებული ანტიკონვულსიური პრეპარატები ვერ კურნავს ეპილეფსიას და სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვების შემცირებით მხოლოდ სიმპტომატური ეფექტი აქვთ.

ნავარაუდევია, რომ ეპილეპტოგენეზის შეფერხება/შემსუბუქება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ეპილეფსიის სამკურნალოდ. მოხსენებებში მოყვანილი იქნება ახალი მონაცემები გენური თერაპიისა და ინოზიტოლების მოქმედების გზით ეპილეპტოგენეზის პროცესის შეფერხებისა და ეპილეფსიის მკურნალობის შესახებ.

მომხსენებლები

  • პროფესორი მერაბ კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
  • პროფესორი რევაზ სოლომონია, პროფესორი, ილიას უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები