


დოქტორანტ ლელა ჩიტაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ღონისძიებები
14 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების (მიმართულება: მოლეკულური ბიოლოგია) სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ლელა ჩიტაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის მეხსიერების მოლეკულური მექანიზმები - კოგნინის, მიტოქონდრიული ნადH დეჰიდროგენაზული კომპლექსის II სუბერთეულისა და Src კინაზას კომპლექსის ცვლილებების შესწავლა“ ("Molecular mechanisms of visual imprinting memory in chicks – study of Cognin, mitochondrial NADH dehydrogenase subunit II and Src kinase complex changes").
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 14 მაისი, 13:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.