დოქტორ ცოტნე ჯავახიშვილის სემინარი „სინთეზური სიცოცხლე − დღევანდელი ბიოლოგიის მთავარი გამოწვევა“
ღონისძიებები
26 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დოქტორი ცოტნე ჯავახიშვილი (Del Mar, California, United States) ჩაატარებს სემინარს „სინთეზური სიცოცხლე − დღევანდელი ბიოლოგიის მთავარი გამოწვევა“.
სინთეზური ბიოლოგია ფუნდამენტური მეცნიერების, ტექნოლოგიების და ბიოინფორმატიკის მულტიდისციპლინური სფეროა. მიზანი ცოცხალი სისტემების რეპროგრამირება ან/და ახალი ბიოლოგიური სისტემების შექმნა და გამოყენებაა.
გენეტიკური კოდი და მისი მოდიფიკაცია სინთეზური სიცოცხლის მთავარი „ჩიპი“ იქნება.
გენეტიკური კოდის ექსპანსია სინთეზური ბიოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმაა. არაბუნებრივი ამინომჟავების საიტ სპეციფიკური ინკორპორაციით ცილების ახალი ფუნქციებით აღჭურვა ხდება.
მანათობელი ცილები GFP, RFP და მათი ვარიანტები მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ სამოდელო სისტემას წარმოადგენს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024