საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„Brain and Neuroplasticity” – ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა I საერთაშორისო კონფერენცია

ღონისძიებები

საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა ნეირომეცნიერებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს 21-23 ოქტომბერს იწვევს თბილისში პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

მონაწილეები ჩაერთვებიან მოტივაციურ დისკუსიებში, წარადგენენ საკუთარ მონაცემებს და განიხილავენ ექსპერიმენტული და კლინიკური ნეირომეცნიერების სფეროს განსაკუთრებით ინოვაციურ იდეებს,

კონფერენციის თავისუფალი ატმოსფერო მონაწილეებს ხელს შეუწყობს აკადემიური სამეცნიერ იდეების გაცვლასა და ახალ, ნაყოფიერ პროფესიულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://icfyn2024.iliauni.edu.ge/

2024

 

ბანერები