საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ბიობლიცი“

ღონისძიებები

8 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ERGA-ის (ევროპული გენომის ატლასი) დაფინანსებით, GEORBLITZ-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართება „ბიობლიცი“.

ღონისძიების მიზანია, მონაწილეებს გაუზარდოს ინტერესი ველური ბუნების მიმართ და გააცნოს დაკვირვებისა და კვლევის ტექნიკა.

მეცნიერები და ღონისძიების სხვა მონაწილენი შეძლებენ საქართველოში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ, ორფრთიანების (ბუზები და მონათესავე ორგანიზმები), ხეშეშფრთიანების (ხოჭოები და მონათესავე ორგანიზმები), ამფიბიების, რეპტილიების, ქერცლფრთიანების (პეპლები და ჩრჩილები), სიფრიფანაფრთიანების (ფუტკრები, ხოჭოები, ჭიანჭველები) და ობობების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ისინი შეარჩევენ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფს (სესიას), რომელთაგან თითოეული ორიენტირებული იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმებიდან ერთ-ერთ კატეგორიაზე, და შეისწავლიან.

12:00-დან 14:00 საათის ჩათვლით იმუშავებს ოთხი სამუშაო ჯგუფი, 15:00 საათიდან 17:00-ის ჩათვლით – კიდევ ოთხი, მონაწილეები გაეცნობიან ორგანიზმთა ჯგუფების ეკოლოგიურ მნიშვნელობას, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, ერთი დღით მოირგონ მეცნიერის ამპლუა, გამოიყენონ ნიმუშების შეგროვების პროფესიული ტექნიკა (ისინი თავად შეაგროვონ) და შემდეგ მიკროსკოპით დააკვირდნენ შეგროვებულ ნიმუშებს.

ღონისძიების მასპინძლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრები და პროექტის მონაწილე სტუდენტები.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ  ბმულზე: Lisi Lake Bioblitz, 8th May 2024 - Google Forms

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დრო:8 ივნისი, 11:00 - 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

2024

ბანერები