საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიძინა კაპანაძის სამეცნიერო სტატია ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მაღალრეიტინგულ გამოცემაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასტრონომია-ასტროფიზიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის,  ბიძინა კაპანაძის სამეცნიერო სტატია  „Mrk421-ის დაკვირვებები თანამგზავრ სვიფთით შერჩეულ პერიოდებში. IV. 2018 წლის აპრილის − 2023 წლის დეკემბრის განმავლობაში მიმდინარე რენტგენული ანთებების ფიზიკური საფუძვლები და რელატივისტური მაგნიტური გადაერთების ნიშან-თვისებები“ (Swift Observations of Mrk 421 in Selected Epochs. IV. Physical Implications of X-Ray Flaring Activity and Features of Relativistic Magnetic Reconnection in 2018 April – 2023 December) გამოქვეყნდა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მაღალრეიტინგულ (იმპაქტ-ფაქტორი: 9) გამოცემაში The Astrophysical Journal Supplement Series.  პუბლიკაციის ერთ-ერთი თანაავტორია  პროფ. მარგო ალერი (მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ).

სტატიაში დეტალურადაა შესწავლილი  სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალენერგიულ ფოტონთა გამომსხივებელ ობიექტ Mrk421-ზე მძლავრი რენტგენული ანთებები. მათ აკვირდებოდნენ ნასას თანამგზავრ „სვიფთზე“ არსებული რენტგენული ტელესკოპით 2018 წლის აპრილიდან 2023 წლის დეკემბრამდე. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ პუბლიკაციის ავტორის ორგანიზებით  აკვირდებოდნენ (პარალელურად თანამგზავრზე არსებული სხვა ტელესკოპების მეშვეობით ელექტრომაგნიტური სპექტრის ახლო-გამა და ოპტიკურ-ულტრაიისფერ დიაპაზონებში). წარმოდგენილი ექსპერიმენტული მასალა და მისი თეორიული ანალიზი მნიშვნელოვანია სამყაროს ექსტრემალური ობიექტების – ბლაზარების (გალაქტიკათა აქტიური „გულების“ ერთ-ერთი კლასი) ფიზიკური ბუნების შეცნობის თვალსაზრისით. 

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://iopscience.iop.org/article/10.3847/1538-4365/ad7d0c

2024

ბანერები