ანაზღაურებადი სტაჟირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2025 წლის გარე მობილობის პროცესებში ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და გამოცდების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;ხელშეკრულების ონლაინ რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება;
- დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება;
- ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე არაუმეტეს 40 საათისა; სამუშაო და დასვენების დღეები შეთანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 1-დან 26 სექტემბრის ჩათვლით;
ანაზღაურება: ერთჯერადად 638 ლარი (დარიცხული).
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
სტაჟიორის პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) PDF ფაილად 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათლით შემდეგ მისამართზე: application_se@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება“.
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შევსებული კითხვარის განხილვა;
- გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2025