საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამული ინჟინერია

პროგრამული ინჟინერია

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პროგრამული ინჟინერიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს შეასწავლოს პროგრამული ინჟინერიის საკვანძო დისციპლინები, გამოუმუშაოს მეთოდოლოგია და უნარები პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობისათვის ბიზნესის ან საჯარო სფეროებში; მისცეს სტუდენტს საფუძვლიანი ცოდნა ბიზნესზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების, სტატისტიკურ ამოცანებზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების, გამოთვლით ამოცანებზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების მიმართულებით. სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის მკვლევარ-პრაქტიკოსად ჩამოყალიბებას, ასევე გამოუმუშავებს გაცნობიერების, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების, არგუმენტირებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა პროგრამული ინჟინერიის უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის სფეროში; იცნობს პროგრამული ინჟინერიის დარგობრივი მიმართულებების პრობლემატიკას და მათი გადაჭრის ხერხებს, აცნობიერებს პროგრამული ინჟინერიის ამოცანებს, ახდენს კვლევის ობიექტების იდენტიფიკაციას და შეუძლია შეიმუშაოს ახლებური მიდგომა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.

დასაქმების სფეროები:

პროგრამული ინჟინერიის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • დაწესებულებაში ექსპერტ-ანალიტიკოსად, რომლის მოვალეობებშიც იქნება სხვა პროგრამისტის მიერ შექმნილი პროგრამული კოდის ვარგისიანობისა და ეფექტურობის შეფასება;
  • საჯარო დაწესებულებაში პროგრამული ინჟინერიის კონსულტანტის ან სპეციალისტის თანამდებობაზე, რომლის მოვალეობებშიც შედის საჯარო დაწესებულების საინფორმაციო სისტემის შექმნა და/ სრულყოფა-მომსახურება;
  • სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებში ანალიტოკოსად ან ექსპერტად პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების საკითხებში;
  • კომერციულ დაწესებულებაში პროგრამული ინჟინერიის მენეჯერად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომერციული დაწესებულების საინფორმაციო სისტემის შექმნა და/ან სრულყოფა-მომსახურება;
  • დაწესებულებაში, რომელიც სპეციალიზდება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, წამყვან სპეციალისტად, რომლის მოვალეობაშიც შედის პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტება, შემუშავება, შექმნა, დანერგვა, ასევე სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობის კოორდინირება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები