საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოლეკულური ბიომეცნიერებები

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: მოლეკულური ბიომეცნიერებები

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მოლეკულური ბიომეცნიერებების მაგისტრი (Master in Molecular Biosciences)

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს გააცნოს მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ბიოლოგიისა და მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში. მაგისტრანტი მიიღებს ღრმა და სისტემურ ცოდნას ამ დარგში, კვლევების დამოუკიდებელი განხორციელების და ანალიზური აზროვნების უნარს. მაგისტრანტები კვლევებს განახორციელებენ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში.

დასაქმების სფეროები:

მოლეკულური ბიომეცნიერებების მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • ბიოლოგიური პროფილის მქონე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებზე;
  • სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და კრიმინალისტიკურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში
  • ან გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები