საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული გრაფიკა

კომპიუტერული გრაფიკა

სამაგისტრო პროგრამა: კომპიუტერული გრაფიკა
ტესტი B
გამოცდა: გასაუბრება
ხარისხი: მოძრავი გრაფიკის მაგისტრი

მოკლე აღწერა

მიზანი: სამაგისტრო პროგრამის მიზანია სპეციალისტის მომზადება მოძრავი გრაფიკის მიმართულებით, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის შექმნას, რეკლამის, კინოს პოსტ-პროდუქციის და ანიმაციის პროცესში ჩართვას და გრაფიკული ნაწილის შესრულებას, კერძოდ, მოდელინგი, რენდერი, დინამიკა და ა.შ.
სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების ესთეტურ და პროფესიონალურ ზრდაზე, მათი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. პროგრამაზე სწავლებისას დაცულია თეორიისა და პრაქტიკის საჭირო ბალანსი.
შედეგი: პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულმა იცის ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: MAYA, After effect, MARI, Photoshop. აქვს საფუძვლიანი ცოდნა ისეთი ტექნიკებისა, როგორებიცაა: მოდელინგი; ტექსტურინგი; შეიდინგი; ლაითინგი; რენდერინგი; ანიმაცია; რიგინგი; დინამიკა; კომპოზიტინგი; როტოსკოპინგი; მეჩმუვინგი; ტრექინგი.

კურსდამთავრებული მოძრავი გრაფიკის მეთოდების გამოყენებით შეძლებს:

  •  შექმნას ესკიზის მიხედვით 3D სცენა;
  •  შექმნას გრაფიკული ელემენტების ვიდეო- ან ფოტოპროდუქტები;
  •  იმუშაოს გადაღებულ ვიდეომასალასთან (ამოჭრა, როტოსკოპირება, ფერის კორექცია და ა. შ.);
  •  შექმნას სპეცეფექტები;
  • შექმნას სამგანზომილებიანი ვიზუალი;
  • მოახდინოს მიღებული ცოდნის რეალიზება და დამოუკიდებლად შექმნას გრაფიკული ნამუშევარი.

დასაქმების სფეროები:

კომპიუტერული გრაფიკის მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს შეუძლია დასაქმდეს სატელევიზიო და კინოინდუსტრიის სფეროებში.

 

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳ თბილისი, მ.თამარაშვილის ქ.N4
☏ 2 39 00 91

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები