საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: 
ზეპირი გამოცდა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი გეოლოგიაში
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი გეოფიზიკაში
გეოგრაფიის მაგისტრი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიებში

მოკლე აღწერა:

მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების - გეოლოგიის, გეოფიზიკის და გეოგრაფიის დარგში თანამედროვე, მრავალმხრივი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მკვლევრებისა და სპეციალისტების მომზადებას. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა როგორც საქართველოს, ისე რეგიონის გეოლოგიის, გეოფიზიკისა და გეოგრაფიის კომპლექსურ შესწავლასა და კვლევას;  დედამიწის ზედაპირზე და მის წიაღში მიმდინარე რთული პროცესების (მიწისძვრები, რელიეფწარმოქმნა და სხვ.), ბუნებრივი რესურსების (ლითონური და არალითონური წიაღისეული, ნავთობი, გაზი, ჰიდრორესურსები და სხვ.), გეო-ინჟინრული და გეო-ეკოლოგიური და მულტიდისციპლინარული საკითხების კომპლექსურ შესწავლას. პროგრამის მიზანია, სტუდენტს განუვითაროს მეცნიერული ცოდნისა და კვლევის მეთოდების  პრაქტიკაში გამოყენების მრავალმხრივი უნარ-ჩვევები. სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩაბმულნი ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში, გაცვლით პროგრამებში, საველე ექსპედიციებსა და სხვა სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში.
შედეგი: პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს, მიმართულების მიხედვით, აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა გეოლოგიის, გეოფიზიკის, გეოგრაფიის ძირითადი დისციპლინებისა და მიმართულებების, ასევე გეოგრაფიულ საინფორმაციო GIS სისტემების შესაძლებლობებისა და მოხმარების შესახებ, ფლობს მულტიდისციპლინარული კვლევის მეთოდებს.
პროგრამის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ კონკურენტუნარიან პიროვნებებს, როგორც დასაქმებისა  და სხვადასხვა სფეროში კარიერის წარმატებულად გაგრძელების თვალსაზრისით, ასევე კომპეტენციის შესაბამისად, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • იმუშაოს პროფილით გათვალისწინებულ საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • იმუშაოს კერძო კომპანიებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სააგენტოებსა და დაწესებულებებში;
  • იმუშაოს კვლევით და სამეცნიერო ინსტიტუტებში, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში;
  • განაგრძოს სწავლა დოქტორანტურაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

გეოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია, დაწესებულება ან სააგენტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და/ან მოპოვებასთან, გარემოს დაცვასთან, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ და/ან ეკოლოგიურ მონიტორინგთან,  საინჟინრო-გეოლოგიურ საქმიანობასთან და სხვა.
გეოფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია, დაწესებულება ან სააგენტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის, სხვა სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-მოპოვებასთან, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, ჰიდროლოგიასთან, არქეოლოგიასთან, გეო-საინფორმაციო სისტემების გამოყენებასთან, კარტოგრაფიასთან, გეოფიზიკურ და საინჟინრო მეთოდების გამოყენებასთან.
გეოგრაფიისა და GIS ტექნოლოგიების მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია, დაწესებულება ან სააგენტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, მათ შორის სოციო-გეოგრაფიულ და მულტიდისციპლინარულ კვლევებთან, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, ჰიდროგეოლოგიასთან, არქეოლოგიასთან, გეო-საინფორმაციო სისტემების გამოყენებასთან, კარტოგრაფიასთან, გეოფიზიკურ და საინჟინრო-გეოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

 

 



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები