საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის

ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისათვის

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მასალათმცოდნეობის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი თანამედროვე კვანტურ მასალათმცოდნეობაში – კერძოდ, ნანოელექტრონიკასა და ნანოინჟინერიაში გამოყენებული ახალი კვანტური მასალების ფიზიკის დარგში, რომელსაც ექნება კვანტური მასალათმცოდნეობის, ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიის სისტემური და სინთეზური ცოდნა, შესწავლილი ექნება მიკრო და ნანოელექტრონიკაში გამოყენებული მასალების თვისებები, სტრუქტურები და შეძლებს განსაზღვროს ახალი საინჟინრო მიდგომები თანამედროვე ტექნოლოგიებში ამ თვისებების გამოყენებისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ნანოსტრუქტურებში გამოვლენილ ახალ ეფექტებზე მომუშავე ხელსაწყოებს, მათი მოქმედების პრინციპებსა და კონსტრუქციულ თავისებურებებს და განივითარებენ მაღალოპერაციულ უნარებს, რომელთა საფუძველზე შეძლებენ, აწარმოონ დისტანციური ექსპერიმენტები და გაზომვები. 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა ახალი მასალების ფიზიკის, ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიის ისეთ საკითხებში, როგორებიც არის: დაბალგანზომილებიანი ელექტრონული სისტემების, მიკრო და ნანოელექტრონიკის, ციფრული და ანალოგური სქემების, კვანტური ხელსაწყოების ფიზიკისა და ფოტონიკის აქტუალური საკვანძო თეორიული  ასპექტები.

კურსდამთავრებულს შეუძლია დამოუკიდებლად ან სამეცნიერო ჯგუფში აწარმოოს კვლევები ნანოტექნოლოგიისა და ნანოინჟინერიის დარგში უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; განავითაროს ახალი მასალები ნანოელექტრონიკასა და განახლებად ენერგეტიკაში გამოსაყენებლად; ექპერიმენტული ამოცანის გადაჭრის მიზნით  შეძლოს ფიზიკისა და ინჟინერიის ძირითადი პრინციპების ანალიზი და სინთეზი ნანოტექნოლოგიის კუთხით.

კურსდამთავრებული შეძლებს პროცესების, მოწყობილობებისა და ელექტრონული სქემების მოდელირებას, გაზომვების წარმოებას და შედეგების გამოყენებას ექსპერიმენტულ კვლევაში და წარმოებაში.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • იმუშაოს ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროფილის Hi-Tech ინდუსტრიაში, მასალათმცოდნეობის, ნანოელექტრონიკის, ნანოინჟინერიისა და კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კვლევითი მიმართულებით;
  • იმუშაოს როგორც მასალათმცოდნეობისა და საინჟინრო ფიზიკის დარგებში (IT და სხვა ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, მექატრონიკა, სენსორები და სხვა), ასევე სხვა მიმართულებით (ანალიტიკური სამსახურები, მეცნიერების მენეჯმენტი და სხვ.);
  • იმუშაოს საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფილის, როგორც კვლევით საუნივერსიტეტო, ასევე მაღალტექნოლოგიური პროფილის ინდუსტრიულ საწარმოებში;
  •  იმუშაოს პოტენციური დასაქმების ცენტრებში – მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, კომპიუტერულ ფირმებში, კომპიუტერულ ქარხნებში, მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტში, თბილავიამშენში, მეტალურგიის ინსტიტუტში. 
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები