საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სწავლის საფასური და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები

სწავლის საფასური და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები - SDSU საქართველოს საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების (ელექტრული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) სწავლის საფასური შეადგენს 7500 დოლარს (ეკვივალენტი ლარში).

პროგრამებზე გადასახდელი თანხა დამოკიდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენს შედეგებზე. საფასურს აკლდება თქვენ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.

გარდა ამისა, პროგრამებზე სწავლის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა დაფინანსება მოიპოვონ, როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ისევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

მიიღე დაფინანსება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს გასცემს მრავალრიცხოვან სტიპენდიას და  სტუდენტებს სთავაზობს 25%-დან - 100%-მდე თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (მაგ.: 2015 წელს პროგრამებზე ჩარიცხულმა 150-მდე აბიტურიენტმა მიიღო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან).

  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.georgia.sdsu.edu

მიიღე დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან

2000-ლარიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ბაზისბანკი“, ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის* ფარგლებში,  გაძლევთ შესაძლებლობას, მოიპოვოთ 2000-ლარიანი დაფინანსება ექსკლუზიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) სწავლისთვის.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 2000-ლარიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/UTUrBh

1000-ლარიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან

1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე (მათ შორის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ელექტრული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) და, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით, იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული აბიტურიენტების სასტიპენდიო ფონდზე ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/1cNVOv

ხშირად დასმული შეკითხვა

თუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მივიღებ 100%-იან დაფინანსებას და, ამავდროულად, დავაკმაყოფილებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების კრიტერიუმებს,  მივიღებ ილიაუნისგან დაფინანსებას?

დიახ, თუ თქვენ ჩააბარებთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დააკმაყოფილებთ დაფინანსების მიღების ჩვენს კრიტერიუმებს, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ ჩვენგან დაფინანსებას და თანხას გამოიყენებთ საკუთარი საჭიროების მიხედვით  (მაგ.: დაიფინანსებთ ცხოვრებას თბილისში, იყიდით ლეპტოპს ან სხვ.)

*ილიაუნისა და „ბაზისბანკის“ ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა ვრცელდება ექსკლუზიურად იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუ აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტი დააკმაყოფილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას (ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან დაფინანსების მოპოვების სხვა შესაძლებლობებზე იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/1cNVOv) დაჯილდოვდება მხოლოდ ერთი, მაგრამ უკეთესი პირობების მქონე სასტიპენდიო ვაუჩერით.


სწრაფი ბმულები

ბანერები