საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანი:

მისცეს სტუდენტს ფართო თეორიული ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკაში, შეასწავლოს ფიზიკის კანონები, რომლებსაც ემორჩილება სამყარო. აქედან გამომდინარე, სამყაროს აგებულება და მასში მიმდინარე პროცესები – მიკროსამყაროდან გალაკტიკამდე – ზოგადი თვისებები, არსებობისა და მოძრაობის ფორმები, ბუნების მოვლენების ზოგადი და ძირითადი კანონზომიერებები.

სტუდენტს შესწავლილი აქვს კლასიკური მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ატომისა და ბირთვის ფიზიკის, ასტრონომიის საფუძვლები. სტუდენტი ერკვევა ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ანალიზურ და რიცხვით მეთოდებში, დაუფლებულია მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების, მოდელირებისა და ფიზიკის ძირითად ექსპერიმენტულ მეთოდებს, რაც აუცილებელია ფიზიკის სფეროში კარიერული განვითარებისათვის.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფუნდამენტური ფიზიკა, ასტრონომია, ბიოფიზიკა და გამოყენებითი ფიზიკა. 

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური მუშაობის უნარები.

სწავლების მეთოდები: 

ლექცია, სემინარი, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები, დამოუკიდებელი მუშაობა, კოლოკვიუმი, პრეზენტაცია, ჯგუფური სამუშაო, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება.

დასაქმების სფეროები:

  • შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იმუშაოს ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაში.
  • კომპიუტერული ელექტრონიკის მომსახურების სფერო;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები;
  • მეტროლოგიის, მეტეოროლოგიის სამსახურები;
  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი;
  • გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები.
  • ობსერვატორია, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევითი ცენტრები;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები