საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკოლოგია

ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს თანამედროვე ეკოლოგიის თეორიაზე და პრაქტიკულ გამოყენებაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და ბიოლოგიის საფუძვლებზე, რომელთა ცოდნა აუცილებელია ეკოლოგიის პრობლემატიკის სამეცნიერო აღქმისთვის.

სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება, საველე გასვლები.

დასაქმების შესაძლებლობები:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საჯარო სექტორი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო), სატყეო, სამონადირეო და თევზის მეურნეობები, გარემოსდაცვითი აუდიტის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის, გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საწარმოები და კომპანიები, დაცული ტერიტორიები, ეკოლოგიური ტურიზმი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები, გარემოსდაცვითი პროექტები და პროგრამები, განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში), ცალკეული გარემოსდაცვითი პროექტები და პროგრამები.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები