საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქიტექტურა

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანი:

  • შექმნას და გაავრცელოს ცოდნა და ხელოვნება კვლევის და მხატვრული გამოსახულების საშუალებით
  • ყოველწლიურად გაამდიდროს და სრულყოფილი გახადოს არსებული პროგრამა
  • დარწმუნებული იყოს რომ კურსდამთავრებულს ექნება უნარი ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს დროთა განმავლობაში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად
  • მიაწოდოს სტუდენტს პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია ყველდღე ცვალებად სამყაროში და გლობალურ კულტურაში
  • შეძლოს სიახლეების დანერგვა და განხორციელება

ასევე პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტს ზოგადი და ფართო ცოდნა მის მიერ არჩეულ სპეციალობაში, გამოუმუშაოს პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები - მიიღოს (საბაკალავრო დონეზე) არქიტექტურული განათლება. შეისწავლოს პროექტირების და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, დამუშავება და განხორციელების საშუალებები, პროექტირების სხვადასხვა ეტაპები. შეძლოს პროექტის კრიტიკული ანალიზი, შეფასება და დაეუფლოს მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობას, გაზარდოს არქიტექტორების ახალი თაობა, რომლებიც შეძლებენ პროექტირების თანამედროვე ტენდენციების გამოყენებას, ურთიერთთანამშრომლობას სხვა მომიჯნავე პროფესიონალებთან.

სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა კლასში / კლასგარეთ, გასვლითი სამუშაოები/პრაქტიკა, მშენებლობის დათვალიერება, დაკვირვება, საპროექტოში პრაქტიკული მუშაობა / დაკვირვება, აზომვითი პრაქტიკა, მაკეტირება, საკონკურსო მასალის დამუშავება/წარდგენა.

არქიტექტურის პროგრამის ტექნიკური ბაზა:

  • სახელოსნოები
  • სალექციო ოთახები
  • ბიბლიოთეკა
  • სამაკეტო სახელოსნო
  • კომპიუტერული კლასი

დასაქმების შესაძლებლობები: კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო არქიტექტურულ ან კონსტრუქტორის სახელოსნოებში, სამშენებლო კონპანიებში, სახელმწიფო სტრუქტურაში - მერიაში.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები