ფიზიკა
ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება დარგის უახლეს მეცნიერულ მიღწევებს და სტუდენტებს აძლევს ცოდნას ფიზიკის ძირითადი პრინციპების, კანონებისა და ბუნებისმეტყველების მათემატიკური ასპექტების შესახებ.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ფიზიკის ბაკალავრი
დამატებითი კვალიფიკაცია - მასწავლებლის სერტიფიკატი
სწავლების ენა – ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა – 8 სემესტრი (4 წელი)
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 240 კრედიტი (ECTS), რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
- ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი)
პროგრამის შესახებ:
ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ფართო ცოდნა ფიზიკის ძირითად სფეროებში და ისწავლონ მისი გამოყენება რთული და კომპლექსური ამოცანების გადასაჭრელად. სტუდენტები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას კლასიკური ფიზიკის (მექანიკა, ელექტროდინამიკა და მაგნეტიზმი, თერმოდინამიკა, ტალღები და ოპტიკა) დისციპლინებში, ასევე კვანტური, ატომური და მოლეკულური, ბირთვული, ელემენტარული ნაწილაკების და მყარი მდგომარეობის ფიზიკის დარგებში. ასევე ექნებათ საშუალება შეისწავლონ ასტრონომია და ასტროფიზიკა, დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკა, ბიოფიზიკა.
პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტები დაეუფლებიან მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების, მოდელირებისა და ფიზიკის ძირითად ექსპერიმენტულ მეთოდებს, რომელთა მეშვეობით შეძლებენ ამოხსნან რთული ამოცანები,
სწავლის პროცესში სტუდენტები გაეცნობიან დარგის თანამედროვე პრობლემებსა და იმსჯელებენ მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და ექსპერიმენტულ კომპონენტებს, რომელთა გავლის შემდეგ სტუდენტი განივითარებს საბაზისო კვლევით უნარებს შესაბამისი მიმართულებით (ფუნდამენტური ფიზიკა, ასტრონომია, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკა, ბიოფიზიკა, გამოყენებითი ფიზიკა).
პროგრამაში ჩართული დარგის წამყვანი მეცნიერებისა და სპეციალისტების გუნდი და მიმდინარე კვლევითი პროექტების დიდი არჩევანი საუკეთესო გარემოს ქმნის კვლევების განსახორციელებლად.
ფიზიკის პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, გაიარა რეაკრედიტაცია 2021 წელს და პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციების გათვალისწინებით.
რატომ უნდა აირჩიოთ ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა?
- საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა
თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი განვითარება ეყრდნობა ფიზიკის ცოდნასა და გამოყენებას. პროგრამაში ფიზიკის კლასიკურ დისციპლინებთან ერთად შერწყმულია ექსპერიმენტული და კომპიუტერული მოდელების ათვისება. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს დამატებით ფიზიკის ერთ-ერთი მიმართულებით (ფუნდამენტური ფიზიკა, ასტრონომია, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკა, ბიოფიზიკა, გამოყენებითი ფიზიკა) კონცენტრაციის არჩევას.
- კვლევით პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა
პროგრამის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს; მათ ასევე აქვთ კავშირები ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას საბაკალავრო საფეხურიდანვე ჩაერთოს სამეცნიერო პროექტებში და შეასრულოს პირველი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში.
- საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია).
- დამატებითად ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა
სტუდენტი ბიოლოგიის პროგრამაზე სწავლის პერიოდში დამატებით გაივლის ბიოლოგიის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და დამთავრებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დასაქმების შესაძლებლობები
- შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
- სამრეწველო, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიები
- ტექნოლოგიების სფეროს კომპანიები
- საფინანსო და საბანკო სექტორი
- მეტეოროლოგიის და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო
- კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული მოვლენების მონიტორინგის სამსახურები
- აერონავიგაციის სამსახური
- ბიო-სამედიცინო ფიზიკური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები
- ობსერვატორია, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევითი ცენტრები
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (მმსპ) გავლის შემთხვევაში)
პროგრამაზე მიღება:
0100110 ფიზიკა
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | ადგილებისრ-ბა |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 3 | 25%-ზემეტი | 3 | |
| უცხოურიენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზემეტი | 2 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ||||
| მათემატიკა | 6 | 20%-ზემეტი | 1 | 14 |
| ფიზიკა | 6 | 20%-ზემეტი | 1 | 6 |
ცნობარი აბიტურიენტებისთვის https://naec.ge/#/ge/post/3538