საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100111

მისაღები კონტიგენტი: 15

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველ სასწავლო წელს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა, მისი მიზანია მოამზადოს  ფიზიკის დარგის სპეციალისტი, რომელსაც ექნება ზოგადი ცოდნა ფიზიკის საფუძვლებისა და ბუნებისმეტყველების ძირითადი მათემატიკური ასპექტების შესახებ, ასევე ფართო ცოდნა ფიზიკის ერთ-ერთი მიმართულებისა –ფუნდამენტური ფიზიკა, ასტრონომია, ბიოფიზიკა ან გამოყენებითი ფიზიკა.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო თეორიული ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკაში, შეასწავლოს ფიზიკის კანონები, რომლებსაც ემორჩილება სამყარო. აქედან გამომდინარე, სამყაროს აგებულება და მასში მიმდინარე პროცესები – მიკროსამყაროდან გალაკტიკამდე – ზოგადი თვისებები, არსებობისა და მოძრაობის ფორმები, ბუნების მოვლენების ზოგადი და ძირითადი კანონზომიერებები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის  კლასიკური მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ატომისა და ბირთვის ფიზიკის, ასტრონომიის საფუძვლებს.  გაერკვევა ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ანალიზურ და რიცხვით მეთოდებში, დაეუფლება მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების, მოდელირებისა და ფიზიკის ძირითად ექსპერიმენტულ მეთოდებს, რაც აუცილებელია ფიზიკის სფეროში კარიერული განვითარებისათვის.

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური მუშაობის უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები:

ფიზიკის მიმართულების სტუდენტს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში შესაძლებლობა აქვს დარგობრივი ცოდნა შეიძინოს შემდეგი  მიმართულებებიდან:

  • ფუნდამენტური ფიზიკა
  • ასტრონომია
  • გამოყენებითი ფიზიკა
  • ბიოფიზიკა

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება:

  • კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკაში, ფლობს ფიზიკის ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს;
  • ზოგადი ცოდნა ბუნებისმეტყველებაში გამოყენებული ანალიზური და რიცხვითი მეთოდების შესახებ, დაუფლებულია მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების, მოდელირებისა და ფიზიკის ძირითად ექსპერიმენტულ მეთოდებს;
  • კურსდამთავრებულს შეუძლია დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიკაცია, შესწავლა და ამ მიზნით პროექტის განხორციელება დარგისთვის დამახასიათებელი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ ინსტრუქციების მიხედვით;
  • კურსდამთავრებულს აქვს ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და რეზუმირების უნარი;
  • შეუძლია ფუნდამენტური ფიზიკის/გამოყენებითი ფიზიკის/ბიოფიზიკის/ ასტრონომიის დარგში მონაცემების შეგროვება, აღწერა და ანალიზი შესაბამისი მეთოდების/მიდგომების გამოყენებით;
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეუძლია დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;
  • კურსდამთავრებულს შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე; ინფორმაციის გადაცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • კურსდამთავრებულს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებაში, აქვს მოვლენების ინტელექტუალური შეფასების უნარი.

სწავლის მეთოდები:

სწავლის მეთოდები მოიცავს სალექციო და სასემინარო ფორმატს, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს, ჯგუფურ და დამოუკიდებელ მუშაობას, კოლოკვიუმს, პრეზენტაციასა და ელექტრონული სწავლების მეთოდებს. 

დასაქმების შესაძლებლობები:

  • შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იმუშაოს ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაში;
  • კომპიუტერული ელექტრონიკის მომსახურების სფერო;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები;
  • მეტროლოგიის, მეტეოროლოგიის სამსახურები;
  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი;
  • გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები;
  • ობსერვატორია, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კვლევითი ცენტრები.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა თავისუფალ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები