მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ზამთრის სკოლა თემაზე „საქართველო და ევროპა: კავშირები და პერსპექტივები“

ახალი ამბები

29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის გამართავს ზამთრის სკოლას „საქართველო და ევროპა: კავშირები და პერსპექტივა“.

სკოლის მიზანი:

აკადემიური ინიციატივა შექმნილია ევროპასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი კავშირების სიღრმისეულად შესასწავლად. ზამთრის სკოლა ინტერდისციპლინური გადმოსახედიდან განიხილავს ევროპისა და საქართველოს სიახლოვეს, თემატიკას ევროპის დაბადების იდეიდან დღევანდელობამდე.

სკოლა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, თავიანთი აკადემიური საქმიანობა დაუკავშირონ ევროპის უფრო ფართო გაგებას, დაინახონ ევროპისა და საქართველოს სიახლოვე ისტორიული, სოციოლოგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური, ლიტერატურული პერსპექტივიდან.

ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტებისთვის 4 დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია-სემინარები, ვორკშოფები, სემინარები ევროპასა და საქართველოს ურთიერთობათა ჰოლისტური გაგების შესახებ. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის მდიდარ კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ ასპექტებს. სკოლა საშუალებას მისცემს სტუდენტებს, დაინახონ საქართველოსა და ევროპას შორის გრძელვადიანი კავშირის გლობალური შედეგები, როგორებიცაა: პოლიტიკური დინამიკა, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, კულტურული გაცვლა და სხვა საერთო მისწრაფებები.

ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები, მოწვეული მასწავლებლები და მკვლევრები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობებით და ამ კავშირებისა და ურთიერთობების სიღრმისეულად გამოკვლევით. მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონე B1.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, სადაც ტექნიკური/საკონტაქტო ინფორმაციის გარდა დაწერენ ესეის „სად არის საქართველოს ადგილი თანამედროვე სამყაროს პოლიტიკურ რუკაზე?“, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან გასვლით სკოლაში მონაწილე სტუდენტები.

ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტთა შესარჩევ კონკურსში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/jsDE11Em7ebQFLfN8

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 ნოემბერი.

ზამთრის სკოლის თარიღები: 29 ნოემბერი – 3 დეკემბერი

მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა


შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი:
student.affairs@iliauni.edu.ge
F კორპუსის პირველი სართული
032 2 22 00 09 (270)

2023 წელი

ბანერები