მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

წიგნის „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

1 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა. წიგნის მთავარი რედაქტორია ბექა მინდიაშვილი, სამეცნიერო რედაქტორი – სოფო ზვიადაძე.

ღონისძიებაზე ასევე გაეცნობით სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებულ მეორე წიგნს „ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში“.

გამოცემები მომზადდა გაერთოს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის PITA ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

მომხსენებლები:

  • ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  • ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი;
  • კობა ჩოფლიანი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი;
  • სოფო ზვიადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია. 

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3NiWRqR

2022 წელი

 

ბანერები