ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“
ღონისძიებები
2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება".
მას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა.
ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ, საშუალება ექნებათ, მოირგონ იაპონური სამოსი, სპეციალური იაპონური ფუნჯების საშუალებით შეასრულონ კალიგრაფიის ნიმუშები და გააკეთონ ორიგამი (ქაღალდის ფიგურები).
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 2 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1.
დასწრება თავისუფალია.
2024