ვორკშოპი და კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“
სემინარები
10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი.
- 11:00 საათზე პოლონელი შემსრულებლები ევა ლიბხენი და ემილია კაროლინა შიტარში ჩაატარებენ ვორკშოპს. დაინტერესებულ მსმენელს წარუდგენენ ფლეიტისა და ფორტეპიანოს განვრცობილ, სონორულ შესაძლებლობებს.
- 18:00 საათზე გაიმართება კონცერტი „პოლონური სონორიზმის კვალდაკვალ“.
შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად ამ დუეტისთვის შექმნილი ნაწარმოები.
კონცერტის მიზანია ახალგაზრდა კომპოზიტორების დაინტერესება 1960-იან წლებში პოლონურ მუსიკაში გაბატონებული მიმდინარეობა სინორიზმით.
სონორისტულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპოზიტორები: კშიშტოფ პენდერეცკი, ჰენრიკ მიკოლაი გურეცკი, კაზიმეჟ სეროცკი და ვიტოლდ შალონეკი და სხვები.
ამ მიმდინარეობაში აქცენტირებულია ბგერის წარმოშობა, მისი ფერი, ხანგრძლივობა და სონორობა – ყველა ეს კომპონენტი დღემდე ინარჩუნებს დიდ ინტერესს კომპოზიტორებისთვის.
დრო: 10 ნოემბერი, 11:00 საათი და 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2024