მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვაკანსია – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შიდა შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • სასწავლო პროცესის შესაფასებლად სემესტრის განმავლობაში ლექციებზე (მათ შორის სადემონსტრაციო ლექციებზე) დასწრება და ოქმების მომზადება;
  • სასწავლო პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავება;
  • შესაბამისი პროგრამების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარებისთვის;
  • აკადემიური და კვლევითი პერსონალის საქმიანობის შეფასების ამსახველი ანგარიშების შეგროვება და ანალიზი;
  • საჭიროებიდან გამომდინარე ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი განათლების ადმინისტრირების ან სოციოლოგიის მიმართულებით);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით (Excel, SPSS) მონაცემების სტატისტიკური ანალიზის უნარი;
  • უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებისა და უნივერსიტეტის რეგულაციების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

სტრუქტურული ერთეული: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)

პოზიცია: სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტი

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საბუთები 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

ერთ ფაილად წარმოსადგენი საბუთები (ელექტრონულად):

  • CV (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • პირადობის მოწმობა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში).

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტი“ (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

კანდიდატების შერჩევა წარიმართება სამ ეტაპად:

  • წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
  • გასაუბრება კომისიასთან;
  • გასაუბრება ფაკულტეტის დეკანთან.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

2023 წელი

 

ბანერები