მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვაკანსია – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისის კოორდინატორი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისის კოორდინატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად და მათ გარეშე ჩარიცხულ პირთა შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა, პირადი საქმის შევსება და მათი მონაცემების ასახვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთიან სტუდენტურ რეესტრში;
  • სხვა უსდ-დან მობილობით გადმოსული სტუდენტების, გაცვლითი პროგრამით ჩარიცხული სტუდენტებისა და შიდა მობილობით შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა, პირადი საქმის შევსება და მათი მონაცემების ასახვა არგუსის აბიტურიენტთა ბაზაში, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთიან სტუდენტურ რეესტრში;
  • სტუდენტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე ბრძანებების (ჩარიცხვა, აღდგენა, შეჩერება, შეწყვეტა და ა.შ.), ასევე სამსახურებრივი ბარათების, საბჭოს გადაწყვეტილებების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კორესპონდენციის ასახვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთიან სტუდენტურ რეესტრში;
  • ყველა საფეხურის კურსდამთავრებული სტუდენტების კვალიფიკაციის ასახვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთიან სტუდენტურ რეესტრში;
  • უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურთან თანამშრომლობა სტუდენტთა მიერ გადასახადების გადახდის მონიტორინგის საკითხებზე; სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული ზეპირი და სატელეფონო კონსულტაცია. ასევე შეღავათის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების / წერილობითი კორესპონდენციის განხილვა და სტუდენტებისათვის გაცნობა ელფოსტისა და არგუსის საშუალებით;
  • ასევე რეგისტრარის ოფისის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 

სტრუქტურული ერთეული: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)

პოზიცია: რეგისტრარის ოფისის კოორდინატორი

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საბუთები 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

ერთ ფაილად წარმოსადგენი საბუთები (ელექტრონულად):

  • CV (რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • პირადობის მოწმობა.

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – რეგისტრარის ოფისის კოორდინატორი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი).

კანდიდატების შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: 

  1. წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
  2. გასაუბრება.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

 2023 წელი

ბანერები