ვაკანსია მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე
პოზიციის დასახელება: სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული)
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
ა) რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ინფორმაცია და მოიცავს
შესაბამისი საბუთების ასლებს:
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, საჭიროების
შემთხვევაში, დაადასტურებენ კანდიდატის შესაბამის კომპეტენციასა და
გამოცდილებას.
სამუშაო პირობები:
სტატუსი: მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
სამუშაოს აღწერილობა:
1. სასკოლო პრაქტიკის მიმდინარეობის დაგეგმვა განათლების მიმართულებით
სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში;
2. პრაქტიკის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება;
ა) სასწავლო ცხრილის მომზადება;
ბ) პროგრამის ფარგლებში მოწვეულ მასწავლებლებთან ურთიერთობა;
გ) სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო ცხრილთან დაკავშირებით და პროგრამის
ფარგლებში სტუდენტთა განცხადებების განხილვა;
დ) პროგრამაზე მიღების პროცესში მონაწილეობა.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 14-დან 24 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subjectმ)ი უთითოთ პოზიციის დასახელება – მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
2. გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გაივლიან
გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ
ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება
გასაუბრების ადგილი და თარიღი.
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების სავარაუდო თარიღია 2019 წლის 8-10 იანვარი