მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში განაგრძობს ამომრჩევლის განათლებაზე ორიენტირებულ მორიგ საინფორმაციო პროექტს: „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

პროექტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავენ ტრენინგს, რომელზეც ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში, აქტიურ მოქალაქეობაზე, ხმის მნიშვნელობასა და არჩევნებში მონაწილეობის ძირითად მიზეზებზე.

თუ ხართ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის I-IV სემესტრის სტუდენტი და გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ბანერები