მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტარიე ერლანდსენის და ჯოზეფინ ვინთერის საერთაშორისო ვორკშოპები

ახალი ამბები

პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“ (#CIF-2023-04) ფარგლებში ნორვეგიის ოსლოს რუდოლფ შტაინერის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ტარიე ერლანდსენმა და ჯოზეფინ ვინთერმა ილიაუნიში და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორკშოპები ჩაატარეს.  

ტარიე ერლანდსენის ვორკშოპი „სოციალური პედაგოგიკით თანამონაწილეობის და აღდგენის ხელშეწყობა“ პროექტის პერსონალისთვის (30.09.-4.10.);

ჯოზეფინ ვინთერის ვორკშოპი „პედაგოგიური და ეპისტემოლოგიური პერსპექტივები მრავალფეროვნებაზე: ინკლუზია განათლებაში და დასაქმების დროს“ პროექტის მონაწილე სტუდენტებისთვის (28-31.10.).

ვორკშოპები შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან და მათ დაესწრო პროექტის 37 თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე, ხოლო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი, ასევე 10-მდე დასაქმების კანდიდატი. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

პროექტი 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო პარტნიორები არიან ესპანეთის და ნორვეგიის უნივერსიტეტები.

პროექტის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორიის (ჰაბის) შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის, როგორც პრაქტიკის ადგილი, სადაც მომზადდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის სხვადასხვა სამუშაოს ანალიზი, განისაზღვრება შშმ პირების კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და შესაძლებელი გახდება შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია და მხარდამჭერ თემში ჩართულობის ხელშეწყობა; პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის − საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში.

იხილეთ ვორკშოპის პროგრამა და ფოტოები.

2024

 

 

 

ბანერები