თანამშრომლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელის უნივერსიტეტს შორის
ახალი ამბები
წელს პირველად ამერიკის კვლევითმა ინსტიტუტმა სამხრეთ კავკასიისთვის (ARISC) დააფინანსა აკადემიური გაცვლა ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. პირველი გამარჯვებულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი და კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, არქიტექტორი და ლანდშაფტის დიზაინის თეორეტიკოსი მერაია ტეილორი.
პროფესორი ქეთევან გურჩიანი კორნელის უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექციებს და წაიკითხავს მოხსენებებს. 12 ნოემბერს დაგეგმილია ქეთევან გურჩიანის პირველი საჯარო ლექცია მწვანე სივრცეების შესახებ კორნელის ღია ლექციების სერიით.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროფესორ მერაია ტეილორს. ლექციების და მოხსენებების გარდა დაიგეგმება თანამშრომლობა ამ ორი უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და პროფესორებს შორის.
გაცვლა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კურსების განვითარებას, ახალი მეთოდების დანერგვას და კვლევითი კავშირების გაძლიერებას ანთროპოლოგიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და ისტორიის სფეროებში.
ინიციატივას აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული საქმეთა ბიურო (ECA) ამერიკის საზღვარგარეთ კვლევების ცენტრების საბჭოს (CAORC) გრანტის მეშვეობით. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ცოდნა ხელს შეუწყობს ქართველ და ამერიკელ მეცნიერთა შორის ქსელების გაძლიერებას და სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარებას.
2024