


„თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპია: ხიდი ნეირომეცნიერებას, ეპიგენეტიკასა და მაინდფულნესს შორის" – ლუისა ბარბატოს საჯარო ლექცია
ღონისძიებები
11 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP-ის ორგანიზებით გაიმართება ფსიქოთერაპევტ ლუისა ბარბატოს საჯარო ლექცია „თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპია: ხიდი ნეირომეცნიერებას, ეპიგენეტიკასა და მაინდფულნესს შორის".
მომხსენებელი განიხილავს რაიხიანული ფსიქოთერაპიული ინტერვენციის ძირითად პრინციპებს. მსმენელს გააცნობს მიდგომებს, როგორ ხედავს რაიხიანული ფსიქოთერაპია სხეულთან მუშაობის პროცესს, როგორ ითვალისწინებს ადამიანის დისფუნქციურობის ყველა დონეს და განსაზღვრავს ფსიქოთერაპიული ჩარევის მიზანშეწონილობას სამი აქტიური პრინციპის მიხედვით, ესენია: ფსიქოთერაპია, სხეულის აქტივაციები და ფსიქოფარმაკოთერაპია.
ლუისა ბარბატო სხეულზე ორიენტირებული სერტიფიცირებული რაიხიანული ფსიქოთერაპევტია. 1999 წლიდან – SIAR-ის (იტალიური რაიხიანული ანალიზის საზოგადოება) ხელმძღვანელი. მუშაობს სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპევტად რომის კერძო და საჯარო დაწესებულებებში ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიდგომით. არის AIPC-ის (სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის იტალიური ასოციაცია) საბჭოს წევრი. 2017 წლიდან – ევროპის მიერ აკრედიტებული სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტების ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.
2010-2014 წლებში იყო იტალიის ფსიქოლოგთა ასოციაციის ბორდის წევრი.
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)
დრო: 11 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, დარბაზი S507, გ.წერეთლის N3
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი