მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას.

სტაჟიორის ფუნქციები:

ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები, სასწავლო პროცესის მონიტორინგის წარმოება, სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება, დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.

სტაჟირების პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს;
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 10;
  • სტაჟირების ვადა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
  • სტაჟიორები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების (CV და სამოტივაციო წერილი) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საბუთები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge

  1. CV
  2. სამოტივაციო წერილი (მაქს. 350 სიტყვა)

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 სექტემბერი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში“.

ბანერები