მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2017 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 14;
  • სტაჟირების ვადა – 2017 წლის 22 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
  • გაიცემა სერტიფიკატი;
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;

სტაჟიორის ფუნქციები:

2017 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ მისამართზე:

vacancy@iliauni.edu.ge

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ:„სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივლისი, 15:00 საათი.

ბანერები