მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ონლაინრეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 8;
  • სტაჟირების ვადა – 2021 წლის 16 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით;
  • გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
  • ერთჯერადი ანაზღაურება დარიცხული 300 ლარის ოდენობით;

სტაჟიორის ფუნქციები:

2021 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სტაჟიორები შეირჩევიან საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება ონლაინ პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.

გთხოვთ, CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 აგვისტო, 18:00 საათი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტაჟიორთა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას სტაჟირების პერიოდში.

2021 წელი

ბანერები