მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სწავლების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

  • შიდა მობილობის – ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის – შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვროს 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;
  • 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განსაზღვროს 50-ით (ამ რაოდენობაში არ შედის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შიგნით ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა სხვა პროგრამაზე/მიმართულებაზე მობილობებისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები); 50-ზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობის საშუალება ექნება პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 50 კანდიდატს;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე, პროგრამა/პროგრამებზე: 1. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 2. სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 3. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 4. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); 5. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითიპეციალობა); 6. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა);
  • 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც მესამე არჩევით საგნად ჩაბარებული აქვთ მხოლოდ მათემატიკა ან ჩაბარებული აქვთ მათემატიკაც და ისტორიაც, მაგრამ არ აქვთ გადალახული მინ. 25%-იანი ზღვარი ისტორიაში, შეეზღუდოთ ფაკულტეტის შემდეგ პროგრამებზე მობილობის უფლება: 1. ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია);
  • იმ შემთხვევაში, თუ შიდა მობილობაში მონაწილეობის მიზნით 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მობილობის განხორციელების მიზნით მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მეოთხე საგნად ჩააბარა ისტორია და გადალახა 25%-იანი ზღვარი, შიდა მობილობაში მონაწილეობის განაცხადს უნდა დაურთოს ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, რომლითაც დადასტურდება მის მიერ გამოცდის ჩაბარების და 25%-იანი მინიმალური ზღვრის გადალახვის ფაქტი;
  • რაც შეეხება 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ ამ საგანში 25%-იანი ზღვარი, უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე/მიმართულებაზე განახორციელონ შიდა მობილობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტს ჩაბარებული აქვს მხოლოდ მათემატიკა, უფლება მიეცეს, მობილობა განახორციელონ შემდეგ პროგრამებზე/მიმართულებებზე:
    1. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
    2. სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია;
    3. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
    4. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა).
  • ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მიეცეთ შიდა მობილობის განხორციელების უფლება, თუ ისინი დააკმაყოფილებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
  • 2020-21 წლის გაზაფხულის სემესტრამდე ილიას სახელმწმიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე შიდა მობილობით გადმოსვლა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ A ტიპის ტესტი.

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები