მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას სწავლების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

  • შიდა მობილობის – ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის – შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 19 ივლისი,  18:00 საათის ჩათვლით;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შიდა მობილობა ცხადდება დანართში 1 მითითებულ პროგრამებზე/მიმართულებებზე.მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბაკალავრო საფეხურზე გადამსვლელ სტუდენტთათვის განისაზღვროს 20 ვაკანტური ადგილი. ამ რაოდენობაში არ შედის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფარგლებში ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის განსაზღვრული ადგილები და ამასთანავე, საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ მობილობებისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განსაზღვროს 10-ით, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განსაზღვროს 5-ით;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ მობილობისთვის აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის ეტაპის წარმატებით დასრულება. შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის ვადების და თარიღების შესახებ ინფორმაცია დამატებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, შესაბამისი პროგრამის ნაწილში;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბაკალავრო საფეხურზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
  • სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადასვლის მსურველი იმ პირების რეიტინგი, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ამ ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემოქმედებით ტურს, დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
  • 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
  • 2020-2021 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განახორციელონ შიდა მობილობა დანართში 2 განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ პირობების დაკმაყოფილების  შესახებ ცნობა);
  • ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მიეცეთ შიდა მობილობის განხორციელების უფლება, თუ ისინი დააკმაყოფილებენ სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
  • შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 5 სექტემბერი.

2025

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები