მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის ვადები და პირობები საბაკალავრო პროგრამებზე

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამებზე: „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” შიდა მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს რეგისტრაციას შემოქმედებით ტურებზე:

  1. საბაკალავრო პროგრამებები: „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” და „გამოყენებითი ხელოვნება-მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” – შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია (პორტფოლიოს წარმოდგენა არგუსზე) იწარმოებს 2026 წლის 13 თებერვლის, 18:00 საათის ჩათვლით;
    • სტუდენტებს ტურის შედეგები ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 2026 წლის 16 თებერვალს, არაუგიანეს 17:00 საათისა.
  1. საბაკალავრო პროგრამა „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)” – შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციის ვადა სრულდება არგუსზე შიდა მობილობების განცხადებების დასრულებისთანავე, 2026 წლის 13 თებერვალს, 18:00 საათის ჩათვლით;
    • შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2026 წლის 16 თებერვალს, 13:00 საათზე უნივერსიტეტის D კორპუსში (მის. ი.ჭავჭავაძის N32); 
    • შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები სტუდენტებს ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ 2026 წლის 18 თებერვალს, არაუგვიანეს 18:00 საათისა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

2026

 

ბანერები