მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა „პანდემიის ეთიკა საქართველოსა და გერმანიაში“

ახალი ამბები

2022 წლის 12-16 სექტემბერს სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში გაიმართება საზაფხულო სკოლა „პანდემიის ეთიკა საქართველოსა და გერმანიაში“.

საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ. მისი ორგანიზატორია მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რთული მორალური შეკითხვების წინაშე დაგვაყენა: გამართლებულია თუ არა პიროვნებისთვის ფუნდამენტურ თავისუფლებათა შეზღუდვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად? თუ სამედიცინო რესურსები, როგორიცაა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საკმარისი რაოდენობით არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ რამდენად გამართლებულია ცალკეული პაციენტების პრეფერენციული მკურნალობა? რამდენად გამართლებულია, რომ SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იყოს?

საზაფხულო სკოლის მონაწილენი განიხილავენ ამ შეკითხვებსა და პანდემიის ეთიკის სხვა ასპექტებს კორონა ვირუსის პანდემიის გამოცდილების გათვალისწინებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება როგორც პრაქტიკული გამოცდილების, საქართველოსა და გერმანიაში, ეროვნულ გამოცდილებათა და სხვადასხვა დისციპლინური მიდგომის ურთიერთგაზიარებასა და შეჯამებაზე.

მოწვევა

საქართველოდან და გერმანიიდან ვიწვევთ 15-მდე დოქტორანტსა და ახალგაზრდა მკვლევარს, რომლებიც მუშაობენ ეთიკის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, სამართლის ან სიცოცხლის მეცნიერებების სფეროებში და მზად არიან წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის და/ან პანდემიის ეთიკის შესახებ; დაინტერესებულნი არიან თავიანთი დისციპლინისა და ქვეყნის სპეციფიკური გამოცდილების გაზიარებით და მათი განხილვა სურთ ორივე ქვეყნის ცნობილ ექსპერტებთან ერთად.

ორგანიზატორები:

პრივატ-დოცენტი დოქტ. იოჰან ს. ახი, დოქტ. ბეატე ლუტენბერგი (ბიოეთიკის ცენტრი, მიუნსტერის უნივერსიტეტი);

საქართველოდან პარტნიორი ინსტიტუცია: ბიოეთიკის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 2022 წლის 15 მაისამდე გამოგზავნოთ მოკლე CV იმ ნაშრომის აბსტრაქტთან ერთად, რომლის წარდგენაც გსურთ საზაფხულო სკოლაში (მაქს. 250 სიტყვა), მისამართზე cfb@uni-muenster.de. ვორკშოპი კვლევითი ხასიათისაა, ამიტომ შესაძლებელია, წარმოადგინოთ მიმდინარე კვლევები და განიხილოთ იდეები, რომლებიც ჯერ დასრულებული ნაშრომის სახით არ არის წარმოდგენილი.

მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ორგანიზატორები აანაზღაურებენ.

სამუშაო ენა: ინგლისური.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით დოქტ. იოჰან ს. ახის (ach@wwu.de).

2022 წელი

ბანერები