მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამი ზღვის პოლონური ინიციატივა და საქართველო – მიეროშევსკის ცენტრის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სემინარი

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში იულიუშ მიეროშევსკის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ქართველ და პოლონელ ექსპერტთა შეხვედრა.

ისინი იმსჯელებენ ევროპის კავშირის აღმოსავლეთის მეზობლების – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – შესახებ, რომლებიც სამი ზღვის ინიციატივის პერსპექტიულ წევრებად განიხილებიან.

სამი ზღვის ინიციატივა ევროპის კავშირის ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვას შორის მდებარე 12 ქვეყანას აერთიანებს. პლატფორმის მიზანია ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას მოუტანს აღნიშნული ინიციატივა ამ ქვეყნებს?
  • აქვს მას უსაფრთხოების განზომილება?
  • როგორ ჯდება ინიციატივა საერთოევროპულ დღის წესრიგში?
  • რა არის ამ რეგიონული მატრიცის ისტორიული ფესვები და რამდენად რელევანტურია ის თანამედროვე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისათვის?

მონაწილეები:

დავით აფრასიძე, დავით დარჩიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
პიოტრ ბაიდა, მონიკა ბჟეზინსკა (მიროშევსკის ცენტრი)
მოდერატორი – პიოტრ სენიავსკი (მიროშევსკის ცენტრი)

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები