ღონისძიებები
30 ნოემბერი, 2024
ახალი ამბები
8 ნოემბერი, 2024
ღონისძიებები
14 ნოემბერი, 2024
სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“
ღონისძიებები
31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“.
კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.
კონფერენციის თემები:
- ქართველური ენების ფონოლოგია, მორფოსინტაქსი და სემანტიკა;
- ქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება;
- ქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები;
- ქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია;
- ქართველური ენების ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია;
- ქართველური ენების კონტაქტ-ლინგვისტიკა და ენობრივი ცვლილებები;
- საფრთხეში მყოფი ქართველური ენების დოკუმენტირება და აღწერა;
- ენობრივი დოკუმენტირების ეთიკური კომპონენტი;
- საფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და რესურსები.
პროგრამა და აბსტრაქტები იხ. ბმულზე: https://kld.iliauni.edu.ge/programme.html
შეხვედრის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86467441338?pwd=uLVGqjeeGvkKIaaDbkzQmItrQLWP2K.1
- Meeting ID: 864 6744 1338
- Passcode: 827341
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი, 10:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024